Megafire.ge

აზომვითი ნახაზი აუცილებელია ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა:

  • საევაკუაციო გეგმების მომზადება
  • ობიექტის შიდა სივრცის ორგანიზაცია
  • უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება
  • რემონტის ან რეკონსტრუქციის დაგეგმვა

აზომვითი ნახაზი

თუ თქვენ გჭირდებათ ზუსტი და სანდო აზომვითი ნახაზი, ჩვენი გუნდი მზად არის, უზრუნველყოს თქვენი მოთხოვნების მაქსიმალური შესრულება.

შპსმეგა ჰოლდინგიგთავაზობთ პროფესიონალურ აზომვითი ნახაზის მომზადების სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ზუსტი და დეტალური გეომეტრიული მონაცემების აღრიცხვას. ეს სერვისი განსაკუთრებით საჭირო და ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ობიექტს არ აქვს ნახაზი ან არსებული ნახაზი არ არის სრულყოფილი და განახლებული.

ღირებულება

აზომვითი ნახაზის მომზადების ფასი განისაზღვრება ობიექტის საერთო კვადრატულობის მიხედვით ბაზარზე ყველაზე დაბალი ღირებულებით.

ფორმატი

აზომვითი ნახაზი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე დაბეჭდილი სახით (სურვილის მიხედვით).

სიზუსტე

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ყველა დეტალის გათვალისწინებას, რათა თქვენი ობიექტის გეგმა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და სრულყოფილი.

ჩვენი გეგმის მეშვეობით, კომპანიებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ ეფექტურად უზრუნველყონ თავიანთი პერსონალისა და სტუმრების უსაფრთხოება კრიზისულ სიტუაციებში.

დაგვიკავშირდით და უზრუნველყავით თქვენი ობიექტის სრულყოფილი დაცულობა და უსაფრთხოება!

საევაკუაციო გეგმა

შპსმეგა ჰოულდინგ“-ი 2017 წლიდან წარმატებით ამზადებს უმაღლესი ხარისხის საევაკუაციო გეგმებს, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. ჩვენი  გუნდი უზრუნველყოფს თითოეული ობიექტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, უსაფრთხოებისა და ეფექტური ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ოპტიმიზებულ გეგმებს.

საევაკუაციო გეგმის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ თქვენი ობიექტის აზომვითი ნახაზი, რომელიც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ.
თუ აზომვითი ნახაზი არ გაქვთ, ესეც  არ წარმოადგენს პრობლემასჩვენი კომოპანია აგრეთვე გთავაზობთ აზომვითი ნახაზის მომზადების მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი გეგმის მაქსიმალურ სიზუსტესა და ეფექტურობას.

  • თითოეული გეგმა იბეჭდება და ლამინირდება, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობასა და ხანგრძლივობას.
  • გეგმის თან ახლავს სპეციალური ჩარჩო, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ განათავსოთ ის საჭირო ადგილას.
  • ყველაზე დაბალი ღირებულება ბაზარზე.

დღესდღეობით, ჩვენი საევაკუაციო გეგმები წარმატებით გამოიყენება ასობით ორგანიზაციაში, მათ შორის:

  • საჯარო და კერძო სკოლებში
  • მერიებში და მუნიციპალურ ორგანოებში
  • სააფთიაქო და სუპერმარკეტების ქსელებში
  • საწარმოებსა და ქარხნებში
  • სასტუმროებსა და რესტორნებში
  • სხვა ბიზნეს ობიექტებში

ტრენინგი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს. ჩვენი სპეციალისტები მოამზადებენ თქვენს გუნდს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და მიაწვდიან საჭირო ცოდნასა და უნარებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ უსაფრთხოება.

ტრენინგი მოიცავს:

  • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პროტოკოლების სწავლებას,
  • ავარიულ სიტუაციებში მოქმედების გეგმას,
  • პრაქტიკულ გაკვეთილებს, რომლებიც გუნდის ეფექტურ მომზადებას უზრუნველყოფს.

დარწმუნდით, რომ თქვენი გარემო სრულად შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ ვმუშაობთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის

გადამუხტვის სერვისი

  ჩვენი კომპანია გთავაზობთ ცეცხლმაქრი ბალონების გადამუხტვის სერვისს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება და სანდოობა, რაც უზრუნველყოფილია პროფესიონალური მიდგომით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვმუშაობთ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვისჩვენ თავად მოვიკითხავთ ბალონებს, შევამოწმებთ ვადებს , გადავმუხტავთ და გიბრუნებთ უკან . თქვენ შეგიძლიათ სრულად ენდოთ ჩვენს გამოცდილ გუნდს და ხარისხის მაღალ სტანდარტებს.